ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ, თითქმის ხუთ საათიანი სპეცოპერაცია დასრულდა. დადიანის ქუჩაზე დაკავებულ დათო (დადუა) შენგელიას საცხოვრებელ ბინას, თითქმის სამი საათი ჩხრეკდნენ.
ბინაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა თავად დათო შენგელია, რომელიც სავარაუდოდ უკვე თბილისში გადაჰყავთ.
მანამდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მისი კუთვნილი ავტომობილი გაჩხრიკეს. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან შენგელიას, რომელიც ე.წ. ტყის ძმების მეთაურის შვილია.
სავარაუდოდ დავით შენგელიას დაკავება ნარკოდანაშაულს უკავშირდება, თუმცა ოფიციალური უწყება ამის შესახებ განცხადებას ამ ეტაპზე არ აკეთებს.