აფეთქება რუსთავში - ბალანჩივაძის ქუჩაზე, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში, წინასწარი ინფორმაციით, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. 35 წლის მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მუშაობდა და აფეთქების მომენტში სატვირთო ავტომობილის ძარაზე იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები კიდევ ერთმა მამაკაცმა მიიღო, ამ დროისთვის პაციენტი მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადის. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.