18 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
სახელწიფო უწყებები არ მუშაობენ შესაბამისად, პირველ რიგში უნდა იყოს ცხოველების ათვლა - თემურ წიქორიძე

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავმჯდომარე, თემურ წიქორიძე ქვეყანაში ცოფის შემთხვევების შესახებ საუბრობს. წიქორიძე იმ აუცილებელ მიდგომებზე საუბრობს, რომელიც ცხოველების მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული.

მისი თქმით, ქვეყანაში ცხოველთა მონიტორინგი და ათვლა არ ხდება. თემურ წიქორიძე აცხადებს, რომ კერძო საკუთრებაში არსებული ცხოველების აცრა არ ხორციელდება. 

"ცოფი არის ძალიან საშიში დაავადება, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც საერთოდ ცოფი აღარ არის, არ არსებობს. სამწუხაროდ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ცოფის დაავადება ყოველწლიურად ფიქსირდება, ძირითადად, რა თქმა უნდა, ცხოველები არიან დაავადებული და ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანების ჯანმრთელობას  ეხება ეს. პრობლემა არის ის, რომ სახელწიფო უწყებები არ მუშაობენ შესაბამისად. პირველ რიგში, უნდა იყოს ცხოველების ათვლა, უნდა ვიცოდეთ საქართველოში რა რაოდენობის ცხოველია, გარეული ცხოველი, შინაური ცხოველი, მიუსაფარი ცხოველი, კერძო საკუთრებაში ცხოველი,“ - აცხადებს წიქორიძე. 

"დღის კურიერში“ სტუმრობისას, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" წარმომადგენელი, ნანუკა ძირტკბილაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმული ნაბიჯები, მთავარ გამოწვევებს ვერ პასუხობს.  

"სპეციალური სამსახური ორიენტირებულია ძირითადად მოსახლეობის ზარებზე, რომ ითხოვენ ძაღლების წაყვანას ტერიტორიებიდან. ბოლო პერიოდში მომრავლდა ეს შემთხვევები, რაც გავრცელდა ამ ცოფის პრეცედენტის შესახებ ინფორმაცია და სამსახურები გადასულები არიან მხოლოდ ძაღლების დაჭერაზე, გადაყვანაზე და შემდეგ ევთანაზიაზე,“ - ამბობს ნანუკა ძირტკბილაშვილი

დღის ამბები