18 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ტრაგედია რაჭაში - არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ავტომობილის მოპარვის შემდეგ ავარიაში მოყვნენ

სავარაუდო დანაშაული, რომელიც ტრაგედიით დასრულდა - რაჭაში ორმა ნასვამმა პირმა ავტომობილი პატრონის ნებართვის გარეშე წაიყვანა.

"კურიერის" ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამბროლაურიდან ონის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანდა სამი მანქანა, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფილი ერთ-ერთი პირი, მეორე კი დაშავდა.

დაზიანებები აღენიშნებათ სხვა ავტომობილების მგზავრებს, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. 

"კურიერის" ინფორმაციით, გამოკითხულია ავტომობილის მფლობელი, რომლიც აღნიშნავს, რომ იცნობს როგოც დაშავებულებს, ასევე იცნობდა გარდაცვლილსაც.  

დაშავებულებს შორისაა ეკონომიკის სამინისტროს წიაღის სააგენტოს უფროსის მოადგილე კარლო ლაფერაძე და მისი მეუღლე, ლაფერაძის მდგომარეობა მძიმეა.

"ჩვენს კლინიკაში 4 მძიმე ავადმყოფი შემოვიდა მრავლობითი მოტეხილობით. ყველაზე მძიმედ კარლო ლაფერაძე იყო, შემდეგი საყურადღებო პაციენტი კი ახალგაზრდა ქალი იყო, რომელსაც სამბალიანი კომა დაუფიქსირდა. აღნიშნული პაციენტები მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ,"- აცხადებს ონის საავადმყოფოს დირექტორი ავთო ლებანიძე.


დღის ამბები