კონფლიქტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქეების გატაცების ფაქტებს ეხმაურება და რუსული მხრიდან წარმოებულ პროვოკაციაზე საუბრობს.
კონფლიქტოლოგის თქმით, რამდენიმე დღის წინ ზაზა გახელაძის დაჭრა და გატაცება საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკის ნაწილია.
"ცხინვალის უშიშროება ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ გახელაძე საპასუხო ცეცხლის დროს დაიჭრა. აუცილებელია გამოაშკარავდეს, რა ადგილას არის დაკავებული, რაც ასევე ცნობილი უნდა იყოს მსოფლიო საზოგადოებისთვის.
მსოფლიო საზოგადოებამ უნდა იცოდეს ნათლად, რომ ასეთი ტიპის ექსცესები ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული მხარე აიძულონ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან," - განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.