"კურიერმა" იმ პირის ვინაობა გაარკვია, რომლის ავტომობილსაც რაჭაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები გადაჭარბებული სიჩქარით მართავდნენ.
ზურაბ ზახარაშვილის ავტომობილი, ერთ-ერთი ვერსიით, გაიტაცეს. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.
55 წლის მამაკაცი, ონის პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოკითხეს, მან სამართალდამცველებთან ისაუბრა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირები მის ავტომობილში.
სავარაუდო დანაშაულში, 2 ადგილობრივი ახალგაზრდა ფიგურირებს, მათგან ერთი, საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი კი გარდაიცვალა.
საქმეში ორი ვერსია არსებობს. ერთის მიხედვით, ავტომობილი გატაცებული იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, წინასწარი შეთანხმება იყო ავტომობილის მფლობელთან. თუკი რომელიმე ვერსია დადასტურდა, არ არის გამორიცხული, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
რაჭაში ორმა ნასვამმა პირმა ავტომობილი პატრონის ნებართვის გარეშე წაიყვანა.
"კურიერის" ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამბროლაურიდან ონის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანდა სამი მანქანა, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირი, მეორე კი დაშავდა.