25 აპრილი 2024,   19:35
ვრცლად
ჩვილის განზრახ მკვლელობის მუხლით ზუგდიდში ქალი დააკავეს

ზუგდიდში ჩვილის განზრახ მკვლელობის მუხლით ქალი დააკავეს. ახალგაზრდა ქალი სამართალდამცავებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე დღის წინ აიყვანეს.

დაკავებულის მამის ინფორმაციით, ქალი ნაქირავებ ბინაში ზუგდიდში ცხოვრობდა, ოჯახს კი მისი ორსულობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც პოლიციამ მათი შვილი აიყვანა.

ოჯახი დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, მათ არ იციან როდის და სად იმშობიარა მათმა შვილმა, არც ის იციან, იყო თუ არა გარდაცვლილი ბავშვი, როცა ის დაიბადა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბავშვის მამას დაამარხინა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქალი მშობიარობის შემდგომი ძლიერი სისხლდენით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში ამბობენ, რომ საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გააკეთებენ.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 112-ე, ჩვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები