18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ფოთის პორტში 3030 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა, რომელსაც შემოსავლების სამსახურის ექიმ-ეპიდემიოლოგები შეამოწმებენ

ფოთის პორტში 3 030 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა. საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები გემს ნავსადგურში დახვდნენ და საბაჟო კონტროლის პროცედურებს გაეცნენ.

"პანდემიის პირობებში საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად ახორციელებს, - " განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ელგუჯა ბერაძემ.

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასევე აღნიშნავს,  რომ ნავსადგურში შემოსვლისას, შემოსავლების სამსახურის ექიმ-ეპიდემიოლოგს თავდაპირველად წარედგინება დოკუმენტაცია გემის სანიტარული მდგომარეობის შესახებ და მხოლოდ კონტროლის წარმატებით დასრულების შემდეგ ხდება ხორბლის შესაბამისი ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლი, რაც ნიმუშის ადგილზე აღებას და მასალის სპეციალურ ლაბორატორიაში დათვალიერებას გულისხმობს. 

"დასრულების შემდეგ, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, გემიდან ხორბალს გადმოტვირთავენ სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებებში გაანაწილებენ და იმპორტიორის საწყობში განათავსებენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კორონავიურუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები, - " განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ელგუჯა ბერაძემ.

 

დღის ამბები