18 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
საოკუპაციო ხაზზე ცეცხლი გაუხსნეს და იარაღის მუქარით დააკავეს - რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები 

რუსი ოკუპანტების მიერ დაახლოებით 2 კვირის წინ, გორის რაიონის სოფელ აძვიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას საოკუპაციო ხაზზე ცეცხლი გაუხსნეს და იარაღის მუქარით დააკავეს. 

გატაცებულის ნათესავი ამ ინფორმაციას ადგილობრივებისგან ფლობს, თუმცა ვინაობას ვერ აკონკრეტებს.

სწორედ ამის გამო, ლეილა მღებრიშვილი დღესაც კატეგორიულად მოითხოვს მეტი ყურადღება დაეთმოს მეჯვრისხევის მკვიდრი 47 წლის მამაკაცის ოკუპანტების მიერ გატაცების საქმეს.

ოჯახი დღეს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში განუმარტეს რომ 3 ივლისს გაუჩინარებული ხვიჩა მღებრიშვილი ნამდვილად ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.  

ოჯახის ინფორმაციით, 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისის შემდეგ გატაცებულია ოკუპანტების მიერ და მის შესახებ ამბავი მხოლოდ 4 დღის დაგვიანებით გაიგეს. 

დღის ამბები