03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
საპატრიარქოში სინოდის კრება მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში 2 საათზე მეტია სინოდის კრება მიმდინარეობს, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.

კრებაზე გადაწყვეტენ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რაჭის ეპარქიას. ეპარქიის ხელმძღვანელის ადგილი მას შემდეგ გახდა თავისუფალი, რაც მიტროპოლიტი ელისი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, კრების ფარგლებში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილება, თუმცა განსახილველი საკითხების შესახებ სრული ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის ცნობილი არ არის. 

დღის ამბები