ბილ გეითსი, ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, ბარაკ ობამა, ჯო ბაიდენი და კიდევ არაერთი ცნობილი ადამიანი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ.
კიბერთავდასხმა მათი "ტვიტერის" ანგარიშებზე განხორციელდა. ცნობილი პირების გვერდებზე გაჩნდა პოსტები, სადაც მომხმარებელს ბიტკოინების ჩარიცხვის შემთხვევაში გაორმაგებული თანხის უკან დაბრუნებას სთავაზობდნენ.
"ტვიტერმა" კიბერთავდასხმის სამიზნეების ანგარიშები დროებით შეზღუდა და მათ მფლობელებს სისტემაში შესაცვლელად კოდური სიტყვების შეცვლა მოსთხოვა.