10 თვის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც "კოვიდ-19" ყარაჯალაში დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. ის სამკურნალოდ თბილისშია გადაყვანილი.
10 თვის ბავშვის მშობლების თქმით, ჩვილს თავდაპირველად დიარეა და ნაწლავური ინფექცია ჰქონდა. ერთ-ერთი მშობლის, დედის ლაბორატორიული ანალიზის პასუხი კოვიდ უარყოფითია.
ამასთან, მშობლების მტკიცებით, ჩვილს კორონავირუსი არ აქვს და მისი მდგომარეობა მაშინ გაუარესდა, როდესაც ნესვი მიირთვა და დიარეა დაეწყო. მათივე თქმით, ოჯახში სიმპტომებიც კი არავის აქვს და შესაბამისად არც თვითიზოლაციაში არიან.
10 თვის ბავშვის მკურნალი ექიმის ნინო გაბისონიას განცხადებით, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას "კოვიდ-19"-ზე ტესტი ორჯერ ჩაუტარდა.
ექიმის ინფორმაციით, ბავშვის დედასთან რამდენიმე დღეში PCR ტესტსაც გაიმეორებენ, რომ დადასტურდეს, არის თუ არა დედა ნამდვილად კოვიდ უარყოფითი.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.