რამდენიმე თვის წინ დაკავებული შშმ პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, დაკავებულს, რომელსაც სხვა თანმხლები დაავადებებიც აქვს, დანაშაული არ ჩაუდენია. მათივე ინფორმაციით, საქმეში უკვე დევს დაზარალებულის წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც ახალგაზრდა ქალი მომხდარს გაუგებრობას უწოდებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს.
დაკავებულის მხარდამჭერები სასამართლოს მოუწოდებენ, გაითვალისწინოს დაკავებულის მდგომარეობა და ის, რომ საქმეში, მათივე თქმით, მომჩივანი აღარ არსებობს და ბრალდებული გაათავისუფლონ.
დაკავებული ადვოკატის ჯაბა კოჭლამაზიშვილის თქმით, ბრალდებულს შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარებია და ის უკვე უკანონო პატიმრად ითვლება.