18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ხმაური ბათუმში - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აქციის მონაწილეებს დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ქობულეთელები გარანტიებს მოითხოვენ

სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე - ადგილზე ქობულეთის მოსახლეობა იყო შეკრებილი - ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

პროტესტი იმ შენობის გასხვისებას უკავშირდება, სადაც უკვე 8 წელია რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.როგორც გაირკვა ეს შენობა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა შეიძინა.

აქციის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდა და მათ დახმარებას დაჰპირდა. თუმცა შეკრებილები კონკრეტულ გარანტიებს ითხოვდნენ, ხელმოწერილი დოკუმენტის სახით.

დღის ამბები