ქობულეთში მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ქობულეთში, მდინარე კინტრიშის და ზღვის შესართავთან სამი აპირი ბანაობდა, ორი არასრულწლოვანი გამოყვანილია, ახალგაზრდა მამაკაცს კი ვეღარ პოულობენ.
მათივე განცხადებით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია ქობულეთის და ბათუმის მყვინთავები.