საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მცირდება - რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6,109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია ზაფხულის სეზონზე. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 95 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 12,342 -ს მიაღწია.
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 918 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსს 17 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი, ქვეყანაში COVID-19-ით 5,475 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება სომხეთს, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 641-ს მიაღწია.
გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინაში COVID-19-ის 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან, უკრაინაში ვირუსს 1,485 პაციენტი ემსხვერპლა.
"გასული დღე ღამის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან რეგისტრირებულია 58,842 შემთხვევა, რაც შეეხება პანდემიით გარდაცვალების ახალ შემთხვევებს, გასული 24 საათის განმავლობაში, მათი რიცხვი 27-ით გაიზარდა," - განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა მაკსიმ სტეპანოვიმ.