თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დილის 9 საათზე მოხდა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ქალი აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც ფეხი გაუცურდა და მაღალი სართულიდან გადმოვარდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.