"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სისხლის სამართლის პროცესების ვადებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. საიამ ჯამში 2019-2020 წლის პერიოდის სამი ათასამდე სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა.
სასამართლო პროცესების გაჭიანურება და პროცესების ფორსირებულ რეჟიმში განხილვა ის ხარვეზებია, რომელზეც ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული.
"ორი ტიპის საქმეები გამოვყავით. ეს არის საქმეები, რომელიც გაჭიანურებულია და დიდი ხანია სასამართლოსთან არის დაკავშირებული, მაგრამ საქმეზე არ დამდგარა საბოლოო გადაწყევტილება და ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა და როგორ დასრულდება.
მეორე კატეგორიის საქმეები, რომელიც დაჩქარებული წესით იხილებოდა სასამართლოში. ჩვენ საქმის შინაარსობრივ ნაწილზე არ ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ კონკრეტული პირები შეიძლება დამნაშავეები იყვნენ თუ არა. ჩვენ პროცესების მონიტორინგს ვაწარმოებთ დაწყებული სხდომის დაწყების ან გადადებით, ან დასრულებული რეალურად ტენდენციებით, რა ვადებში იხილავენ მოსამართლეები სასამართლო სხდომებს. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი," - განაცხადა სულხან სალაძემ.