"ტრიუკი 2020" - ამ სახელწოდებით აქცია მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართეს, აქტივისტებმა ალტერნატიული მაჟორიტარები წარადგინეს და ამ ფორმით საზოგადოებას პოლიტიკოსების წარსული გაახსენეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტის მიზანია იმის ჩვენება, თუ ვის არ უნდა მისცეს ქართველმა ხალხმა ხმა არჩევნებზე.
მათივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი დამკვეთი და სამთავრობო პირებიც იმას აკეთებენ, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს. აქციაზე პარალელურად ისმოდა საგანგებოდ ჩართული სიმღერა - "რაც მამას უნდა".