ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოების დროს მილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლი და მანქანა. სამუშაოებს "გაზსერვისი" ახორციელებს.
მათი განმარტებით, მილში დაპრესილი ჰაერი აფეთქდა. სავარაუდოდ, პრობლემა უხარისხო მასალამ გამოიწვია, მომხდარს სპეციალისტები სწავლობენ.
"ხმა იყო, როგორც ბომბი რომ გასკდება, ხმაური იყო ისეთი. ჩამტვრეულია ჩემი მინა და კიბეებზე ქვები და მიწები ეყარა. მერე გავიგე, რომ გაზი აფეთქებულა,“ - ამბობს ადგილობრივი.