15 მილიონს მიუახლოვდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი მსოფლიოში. ინფექციით უკვე 600 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 56,750 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 372 ადამიანი. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, შტატებში ახალი კორონავირუსის 3,840,000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 140,900-ს შეადგენს.
"ჯერჯერობით პანდემიის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი წარმატება არ გვაქვს, თუმცა ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ ფიქსირდება. ვცდილობთ სხვადასხვა დაწესებულებები გავხსნათ, მათ შორის, სალონები, თუმცა ახალი რეგულაციები და რთული ეპიდსიტუაცია ჯერ კიდევ არ გვაძლევს თავისუფლად მოქმედების საშუალებას," – აცხადებს კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი.