საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 153 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მზად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა.
თურქეთში ინფიცირებულთა რიცხვი ათასამდე გაიზარდა. სომხეთში ეს მონაცემი 27-ს, აზერბაიჯანაში კი - 369 ს შეადგენს. რაც შეეხება უკრაინას, იქ ვირუსი 673 ადამიანს დაუდგინდა.