18 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
კოვიდინფიცირების ორი შემთხვევა რომლის წყაროც დაუდგენელია, თბილისიდანაა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ორი კოვიდინფიცირების შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენელია, თბილისიდან არის.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ვითარება, ჯერჯერობით, კონტროლირებადია.

"ახალი შემთხვევებიდან ორი, რომელთა წყარო დაუდგენელია თბილისში დაფიქსირდა.

ეს ადამიანები მუშაობენ ბაზრობებზე, იყო ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, არის გარკვეული რეგულაციები, თუმცა ესენი გასამკაცრებელია.

გუშინ კორონავირუსით გარდაცვლილი კაცის ოჯახის წევრები სწორედ ბაზრობებზე მუშაობენ და არა არის გამორიცხული, რომ სწორედ ბაზრობებზე იყოს პირველადი ინფიცირების წყაროები. ბაზრობებზე გამკაცრდება თერმოსკრინინგი

ქვემო ქართლში 6 ბრიგადით მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა. ჩვენ გვინდა, რომ ორი სოფლის მოსახლეობა ერთიანად გამოვიკვლიოთ, რათა, თუ ვინმეა ინფიცირებული სწრაფად გადავიყვანოთ. მნიშვნელოვანია, რომ აქ იყოს კარგი დამყოლობა. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ექიმების დახმარებით ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ მათ გამოკვლევას.

ეს სოფლები არ არის მარტივი ჩასაკეტი, რადგან გაჩიანში 7 გზა შედის, თუმცა ამ გზებზე, როგორც ვიცი, კონტროლდება შემსვლელ-გამომსვლელი და თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები