18 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ფონიჭალაში გზა გადაკეტა - ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული

დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ფონიჭალის დასახლებაში  გზა გადაკეტა. ისინი საგამოძიებო ორგანოებს არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ და  ახალგაზრდა ქალის სამძებრო სამუშაოებში დამხმარე ძალის ჩართვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაცაა მისული, შეუძლოდ გახდა დაკარგული ახალგაზრდა ქალის დედა.

აქციაზე დააკავეს ერთი პირიც, თუმცა მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახი უკვე მეოთხე დღეა ეძებს. მისი ტელეფონი გათიშულია და დაკარგულია ავტომობილიც.

დღის ამბები