18 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
მშობლები ეძებდნენ ამ ტერიტორიაზე, მაგრამ მანქანა აქ არ ყოფილა - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობელი  

თეთრიწყაროს ტყეში, იმ ადგილას სადაც 23 წლის ახალგაზრდა გოგოს ცხედარს საკუთარ ავტომობილში მიაკვლიეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე მივიდნენ ოჯახის ახლობლებიც, რომლებიც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. 

ოჯახის ახლობელი ვარაუდობს, რომ მანქანაა ამ ტერიტორიაზე  ბოლო დღეების განმავლობაში არ ყოფილა, რადგან ტერიტორიაზე ახალგაზრდის მოსაძებნად მშობლები ჩავიდნენ, თუმცა იქ ავტომობილი არ დახვდათ.  

"ალბათ გამოიტყუეს. არ ვიცით საიდან მოხვდა აქ. აქ არიან მშობლები ნამყოფები და ეძებდნენ ამ ტერიტორიაზე, მაგრამ არ ყოფილა აქ ეს მანქანა. აქ საძოვრებია, აქამდე ვერ ნახეს? არ არსებობს თვითმკვლელობა, თვითმკვლელობა რომ მინდოდეს ამ გადაკარგულში მოვალ? იქ ვერ მოვიკლავდი თავს? არანაირი პრობლემები ოჯახში არ ჰქონიათ," - ამბობს 23 წლის გოგოს ოჯახის ახლობელი. 

დღის ამბები