18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება - მიხეილ რამიშილის თქმით, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აიყვანა, რომელიც გარდაცვლილი გოგოს უფლებებს დაიცავს.

ის, ამ წუთებში სამართალდამცველებთან ერთად იმყოფება. რამიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი მწყემსმა იპოვა და გარდაცვლილი მანქნაის უკანა სავარძელზე ნახეს. ადვოკატისვე თქმით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება.

"საეჭვო ყველაფერი შეიძლება იყო, უყურადღებოდ არაფერი არ დარჩება. მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის უღრანი ტყე.  ჯერჯერობით, მეტის თქმა  არ შემიძლია." - აღნიშნა რამიშვილმა. 

 

დღის ამბები