ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ბიკე კასიმოვას პროცესი მიმდინარეობს. პროცესს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ადვოკატთან ერთად ესწრება.
დაკავებულს გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.
პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს გარდაცვლილი ელისო ჩეჩელაშვილის დედას. ის დაკავებულის კანონის უმკაცრესი წესით გასამართლებას მოითხოვს.