ზუგდიდში, გუშინ დაკავებული ბადრი ფიფიას ოჯახი აცხადებს, რომ დაკავებულს იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს.
განცხადება ჟურნალისტებთან ფიფიას ადვოკატმა ჯიტა გულუამ გააკეთა. მისივე თქმით, ასევე გაუგებარია, რატომ ჩაატარა სპეცოპერაცია იმერეთის სამხარეო პოლიციამ.
ბადრი ფიფია სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გუშინ საღამოს აიყვანეს.
ადვოკატის ინფორმაციით, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებები ედება.