18 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ სამხარაულის ექპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ცხედარი რამდენიმე წუთის წინ სამხარაულის ექპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. იმ ადგილზე, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს რჩებიან ექსპერტ- კრიმინალისტები და მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებენ. 

ოჯახმა ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აიყვანა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.  მისი თქმით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება.  

"თავიდან ბოლომდე გავარკვიოთ რა მოხდა, რის საფუძველზე იყო ეს გოგო წამოსული, იმოქმედა თუ არა გამოძიებამ სრულყოფილად, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ მისი ესეთ მდგომარეობაში და მისი ავტომობილი მწყემსის მიერ არის აღმოჩენილი. უკანა სავარძელში იყო, შესაბამისად, ავტომობილი გაიხსნა, მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები, ექსპერტიზის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ყველა მოქმედებებს ახორციელებენ, რაც საჭიროა. მე თვითონ პირადად, გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, ექსპერტების მიმართ არ გამაჩნია სრულყოფილი ნდობა. ჩვენის მხრიდან ჩაერთვებიან შესაბამისი ექსპერტები, ანუ დამოუკიდებელი ექსპერტები. ძალიან დიდი უყურადღებობაა, მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი უღრანი ტყე, ვერ ნახულობდეს. მითუმეტეს გამოყენებულია აეროგადაღება, მე ბრალს არავის არ ვდებ. კითხვები, რა კითხვებიც ოჯახის წევრებს გააჩნიათ, დავსვამთ გამოძიების წინაშე. დეტალურად გამოკვლეული იქნება. შევისწავლი დეტალურად სად მუშაობდა, ვინ იყო მისი ხელმძღვანელობა, რა საქმიანობას ეწეოდა," - ამბობს მიხეილ რამიშვილი. 

დღის ამბები