18 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"მოტყუებითაა აქ მოყვანილი ეს ბავშვი და მოკლულია" - თამარ ბაჩალიაშვილის ახლობელი

თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ავტომობილში მიაკვლიეს, ოჯახის ახლობლები იმყოფებოდნენ. ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. 

ოჯახი ახალგაზრდის გაუჩინარების ვერსიაზე საუბრობს და ამბობს, რომ გოგონას გაუჩინარება მის სამსახურს უკავშირდება. 23 წლის ახალგაზრდა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი იყო და ის კომპანია "ზეგ"-ში მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა გარკვეულ დავალებებს კანადიდან და საფრანგეთიდან იღებდა.

როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, ახალგაზრდას სამსახურში გარკვეული პრობლემები ჰქონდა და იქამდე, სანამ გაუჩინარდებოდა, ორი დღით ადრე გოგონამ სამსახური დატოვა.

როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა ადგილზე მოტყუებით არის მიყვანილი და შემდეგ მოკლული. 

"მოტყუებითაა აქ მოყვანილი ეს ბავშვი და მოკლულია. სხვა ვერსია არ არსებობს. თუკი იყო დრონები გაშვებული ამ სამი-ოთხი დღის განმავლობაში, დრონმა ვერ აღმოაჩინა? ახლა აღმოაჩინეს? სამსახურიდან წამოსულია ის ბავშვი, იმიტომ, რომ ვერ ასწრებდა სწავლას, ორი სამსახური ჰქონდა. დღე და ღამე სახლში იჯდა და მუშაობდა," - ამბობს ოჯახის ახლობელი. 

დღის ამბები