18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
"კურიერმა" გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის და მისი ხელმძღვანელის მიმოწერა მოიპოვა - ბაჩალიაშვილი ხელმძღვანელს დირექტორთან შუამდგომლობას სთხოვს

"კურიერმა" გარდაცვლილი 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის და მისი ხელმძღვანელის მიმოწერა მოიპოვა, რომელშიც ბაჩალიაშვილი გუნდის ხელმძღვანელს სთხოვს, დირექტორთან უშუამდგომლოს და მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზები აუხსნას. 

"ხუთშაბათს მოგვწერა, რომ გადაწყვიტა წასულიყო სამსახურიდან და ჩვენც ვუპასუხეთ, გასაგებიათქო. შაბათს უკვე დაიკარგა. მანამდე ჰქონდა ნათქვამი, რომ მუშაობდა სხვაგანაც, თან სწავლობდა პარალელურად და დრო არ რჩებოდა ბევრი, რადგან ჩვენთანაც 8 საათი მუშაობდა ყოველდღიურად. ნათქვამი ჰქონდა, რომ ერჩივნა სწავლა დაემთავრებინა და მერე დაეწყო მუშაობა," - განაცხადა კომპანია "ზეგ"-ის მენეჯერმა ნიკოლოზ გეჯაძემ. 

დღის ამბები