ავტომობილში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს, გარკვეული მედიკამენტები იპოვეს. ოჯახმა ადვოკატი უკვე აიყვანა. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს. მათ შორის, როგორ აღმოჩნდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 5 დღის შემდეგ ავტომობილი. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ამ ტერიტორიაზე გოგონას მშობლები მის მოსაძებნად იმყოფებოდნენ, თუმცა მაშინ ადგილზე ავტომობილი არ ყოფილა.
ახლობლების თქმითვე, თეთრიწყაროში გარდაცვლილს ნაცნობები არ ჰყოლია და აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე გოგონა მოტყუებით მიიყვანეს.
თეთრიწყაროს ტყეში, იქ სადაც 23 წლის გოგონას ცხედარი ავტომობილში აღმოაჩინეს საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
ავტორი: მირიან გორგოძე