03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
დღეს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება 12 საათზე თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნება. 13 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. მას პრეზინდეტი, პრემიერი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დღევანდელ დღეს ავღანეთში, ქართველ სამხედროებთან ერთად ხვდება. დამოუკიდებლობის დღესასწაულზე გათვალისწინებულია ავიაშოუს ელემენტებიც.

მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე რუსთაველის გამზირზე განლაგებული იქნება სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილი კუთხეები. გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, ჩატარდება კონკურსები, შეჯიბრებები.

ხელოვნური გათოვლიანების საშუალებით კი გაკეთებული იქნება საგუნდაო და საციგურაო კუთხეები. მოეწყობა ყვავილების ფესტივალი.

დღის ამბები