03 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
24 სექტემბრიდან აჭარაში ამინდის გაუარესებას ელიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის თქმით 24 სექტემბრიდან აჭარაში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. მან „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ამინდის გაუარესებასთან ერთად ზიანი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

მთავრობის წარმომადგენლებმა 22 სექტემბერს ბათუმის ქუჩებში შექმნილი ვითარება გვიან ღამით კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. შეხვედრა გამართა პრემიერის დავალებით შექმნილმა საგანგებო შტაბმა. საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან არჩილ ხაბაძესთან ერთად რეგიონში შექმინილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მოიძია.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა, რეგიონული ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

აჭარის რეგიონი 20 და 21 სექტემბერს ძლიერი წვიმისა და მეწყერის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. დაიტბორა ბათუმის ცენტრალური უბნები, ზარალი იყო ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებშიც. ქუჩებთან ერთად დაზიანდა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სხვა კერძო საკუთრება. ამ რაიონებში მცხოვრებლებს გარკვეული პერიოდით არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია და შეწყვეტილი იყო წყალმომარაგება. დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, ასევე მოგლეჯილია ხეები. 

რეგიონში სტიქიის შედეგებს ჯერ კიდევ ებრძვიან. ამ დრომდე ქუჩების, სანიაღვრე სისტემის და საცხოვრებელი სახლების სარდაფების წმენდა მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები