03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მეგობარი ქვეყნების ლიდერები ულოცავენ

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით საქართველო მილოცვებს იღებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ მილოცვაში ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს და ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატს რეგიონულ საკითხებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაში. ილჰამ ალიევი საქართველოს მშვიდობას, წარმატებებსა და აყვავებას უსურვებს.

გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბელარუსის პრეზიდენტიც. ალექსანდრე ლუკაშენკო იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და ნდობის ტრადიციებზე დამყარებული ურთიერთობა თანამშრომლობის გაფართოვების საშუალებას შექმნის.

პრემიერმინისტრმა კი უკვე მიიღო მილოცვა საბერძნეთისა და ესტონეთის მთავრობის მეთაურებისგან. მათ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები