165 სტუდენტი გაემგზავრა დღეს გერმანიაში სპეციალური ჩარტერული რეისით. გერმანიაში წავიდნენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები საქართველოდან, რომელთაც დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ.
მათი ნაწილი სტაჟირებას და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება.
სოციალური ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსმა" შეასრულა.
სტუდენტები აცხადებენ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადაადგილება ძალიან გართულდა, თუმცა პრობლემა უკვე მოგვარებულია.