საფრანგეთის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, კატალონიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. მიზეზად ესპანეთის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა სახელდება.
მთავრობის განცხადებით, 16 ქვეყნის მოქალაქისთვის ქვეყანაში შესვლამდე ტესტის ჩატარება სავალდებულო იქნება. ე.წ. წითელ სიაში არიან: აშშ, ალჟირი, მაროკო, სერბეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ისრაელი, ყატარი, ინდოეთი, მექსიკა, ბრაზილია და ჩილე.
"მთავრობა უახლოეს ხანში გაამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს ქვეყნის საზღვრებზე, ხოლო 16 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წინ ვირუსის ტესტის ჩატარება სავალდებულო იქნება. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ტესტის გაკეთება აეროპორტშივე მოუწევთ," - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა.