18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა.  საგამოცდო   პროცესი შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გოგროძემ ქუთაისში შეაფასა. მისი თქმით, საერთო ჯამში გამოცდებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.  

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი. 
 
2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო. 
მისი ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმიწევნით იცავდა გამოცდებზე უსაფრთხოების წესებს, რომლებიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურით დაიწყო და 25 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა.

დღის ამბები