გორის რაიონის სოფელ თედოწმინდაში დაწყებითი სკოლის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე სკოლის შიდა სარემონტო და გარე პერიმეტრის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სკოლა სექტემბერში მზად იქნება მოსწავლეების მისაღებად. მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტისთვის 1 მლნ ლარზე მეტი გამოყო.