26 დეკემბერი 2024,   15:05
ვრცლად
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ადვოკატის თქმით, სიგარეტი მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნოდა

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე დანაშაულს არ აღიარებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა უფლებადამცველმა უთხრა.

ბაჩუკი ყურაშვილი ამბობს, რომ თემურ ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მანქანში აღმოჩენილი დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ღვინჯილიას არ ეკუთვნის და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც სოფელ ფახულანში სამართალდამცავებმა გააჩერეს.

ადვოკატის განმარტებით, ღვინჯილია ამბობს, რომ საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა მას უთხრა, რომ ახლობელს უნდა შეხვედროდა, როს გამოც მას მანქანა ათხოვა, უკანა გზაზე კი ისინი სამართალდამცავებმა აიყვანეს.

უცნობია მეორე დაკავებულის პოზიცია, რადგან ამ ეტაპზე მას არც ადვოკატი ჰყავს და მომხდარის შესახებ არც მის ოჯახში საუბრობენ.

წალენჯიხის საკრებულოს უფროსისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლის დაკავების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ისინი მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს. 

დღის ამბები