19 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
ჭოპორტელები ნატახტარი-ჟინვალის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობას აპროტესტებენ

სოფელ ჭოპორტის მოსახლეობა ნატახტარი-ჟინვალის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, პროექტი, რომელიც უკვე მზად არის, მათ სოფელზე გაივლის, დააზიანებს გარემოს, მოშლის უნიკალურ ეკოსისტემას და დააბინძურებს წყალს, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას მიეწოდება.

სოფელ ჭოპორტში მიმდინარე აქციას ბულაჩაურის მოსახლეობაც შეუერთდა. ადგილობრივები სახელმწიფოსგან გზის სამშენებლო პროექტის გაუქმებას და ავტობანის პროექტის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შეცვლას მოითხოვენ.

დღის ამბები