03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთიდან მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ყველა სამოქალაქო და სამხედრო პირს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ავღანეთიდან მიულოცა.

მინისტრმა იმ გმირების ღვაწლი გაიხსენა, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებას.

„ზუსად ერთი საუკუნის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში ჩაიწერა შემდეგი სიტყვები: ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის იდეა, რომელიც გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტულ დოკუმენტში ჩაწერილი რომელიმე ფრაზა.

ეს არის იდეა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების, იდეა, რომლის გამოც იბრძოდნენ თაობები, რომელსაც ეწირებოდნენ ისინი და იმარჯვებდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველები. სწორედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების სურვილი ერთ მუშტად კრავს ქართველ ხალხს.

საქართველოს დღევანდელი თაობა ღირსეული შვილია წინაპრის, რომელიც საუკუნის მანძილზე იბრძოდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების და თავისუფლების განმტკიცებისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღირსეული წინაპარი გახდეს ყოველი მომავალი თაობის. სრულიად საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები