დღეს უკვე საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა კანონი, რომელიც პარლამენტმა 14 ივლისიდან დაამტკიცა.
საქართველოს პირველად აქვს კონკრეტული მექანიზმების მქონე კანონმდებლობა, რომელმაც შშმ პირთა უფლებების რეალიზება უნდა მოახდინოს.
საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა ახალმა კანონმა 1995 წლის 14 ივნისის კანონი ჩაანაცვლა, რომელიც მოძველებულია და ვეღარ პასუხობდა ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ამ კანონში იუსტიციის სამინისტრომ საკმაოდ დიდი რესურსი ჩადო.
"ეს არის კანონი, რომელსაც მრავალი წელი ელოდნენ ჩვენი შშმ პირები, მათი ოჯახის წევრები და საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა. იუსტიციის სამინისტრომ ამ ყველაფერში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.