18 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

ერთ შემთხვევაში საუბარია დავით ბუხრაძეზე, რომლის საქმეშიც იკვეთება მტკიცებულების ფალსიფიკაცია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩადებით.

დაკავებულს კი გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს, მისი ოჯახის წევრებს გორის რაიონის სოფლებში განეხორციელებინათ აგიტაცია მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ხმების მოსაგროვებლად. შესრულებული დავალების შემდეგ დავით ბუხრაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის გამარჯვების შემდეგ.

მეორე მსჯავრდებულია ზედა ეწერის პოლიციის ქვეგანყოფილების ყოფილი უფროსი კახა შამათავა. ის 2008 წლის 5 სექტემბერს ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინის" შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკავების დროს კახა შამათავას მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და მას ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება.

დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად 3 დაზარალებულ მოქალაქეს ანაკლიაში, ცაცხვში და გურიფულში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება.

დღის ამბები