დედოფლისწყაროდან გაუჩინარებული ორივე ბავშვი პოლიციამ უკვე იპოვა - ერთ მათგანს, რამდენიმე საათის წინ, ლილოში მიაგნეს, მეორეს კი - ისანში.
11 და 14 წლის ბიჭებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათი კვალი სოფელ ხორნაბუჯიდან გაქრა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი თბილისში, ერთ-ერთის ბიძასთან წასვლას გეგმავდნენ.