03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
ქართული ჯარი ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის ფუნდამენტია - პრეზიდენტი ჯარისკაცებს 26 მაისს ულოცავს

პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში დისლოცირებულ ჯარისკაცებს მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი მესამე ქვეით ბრიგადას ეწვია.

ქვეყნის მთავარსარდალმა მიმართვა წუთიერი დუმილით დაიწყო, რომლითაც შეკრებილებმა პატივი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ ჯარისკაცების ხსოვნას მიაგეს.

ღონისძიების შემდეგ პრეზიდენტმა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებთან ერთად ივახშმა.

„ჩვენი სამშობლო მტკიცედ იდგა იმიტომ, რომ იყვნენ ადამიანები, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სათაყვანებელ სამშობლოს და ჩვენს მამულს. იყო სირთულეები და სირთულეები მომავალშიც იქნება, მაგრამ დღევანდელ თაობებსაც და მომავალ თაობასაც ექნება ძლიერი და წარმატებული წუთები. ქართული ჯარი არის ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის. საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისი თავისუფალი არჩევანით მომავალში კიდევ უფრო ძლიერი იქნება და იქნება გამთლიანებული,“ - განცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები