18 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
"წაიშალა ფეისბუქი, ეს ძალიან დიდ ეჭვებზე მიმანიშნებს, რომ ხელოვნურად ხდება რაღაცების გაქრობა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვენ. თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს ეჭვი აქვს, რომ მისი შვილის კომპიუტერიდან ინფორმაციის გაქრობა ხელოვნურად ხდება.

თეონა თამაზაშვილი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს. 

"თამარის კომპიუტერი გაიხსნა ადვოკატის დასწრების გარეშე. წაიშალა ფეისბუქი, ეს ძალიან დიდ ეჭვებზე მიმანიშნებს, რომ ხელოვნურად რაღაცების გაქრობა ხდება. მე მოვითხოვ ფედერალური ბიუროს ჩართულობას, ვინაიდან სანამ გზა არ გადავკეტეთ, მანქანა არ გამოჩნდა და რომ მოვითხოვე ფედერალური ბიუროს ჩართულობა, იმ დღესვე გაიხსნა კომპიუტერი ადვოკატის გარეშე.

ფედერალური ბიურო რომ ჩაერთვება, თავისთავად აღდგენა მოხდება. არაფერს არ გამოვრიცხავ, მთავარია გამოიკვეთოს, რომ ჩემ შვილს თავი არ მოუკლავს, რომც დამხვრიტონ, ამას მაინც არ ვაღიარებ. მოთხოვნა მაქვს, რომ ჩაერთოს ფედერალური ბიურო, ვინაიდან ჩვენი მთავრობა უძლურია ამ საქმის გამოძიებაში,“ - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერი უკვე გაიხსნა.   

დღის ამბები