18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
კუნძულ ლესვოსზე საქართველოდან ჩასულ პირებს კორონავირუსი დაუდგინდათ

​კუნძულ ლესვოსზე საქართველოდან ჩასულ პირებს კორონავირუსი დაუდგინდათ. ბერძნული მედიის ინფორმაციით, კუნძულ ლესვოსზე კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსი დაუდგინდა ერთი ოჯახის ოთხს წევრს, საქართველოში ნამოგზაურებ ცოლ-ქმარს, ასევე, 10 წლის გოგონასა და გოგონას ბიძას.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ორი მამაკაცი კვების ბიზნესის დაწესებულებაში მუშაობს, რომელიც უსაფრთხოების მიზნით დროებით დაიკეტა.

ცოლ-ქმარს აქვს საქართველოში მოგზაურობის ისტორია, თუმცა, საბერძნეთში შემოსვლისას, ათენის საერთაშორისო აეროპორტში მათმა ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, ვირუსი კი, როგორც ჩანს, მოგვიანებით გამოუვლინდათ. სავარაუდოდ, მათგან დაინფიცირდა შემდეგ გოგონა და მისი ბიძაც.

დღის ამბები