თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე მტკვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. "კურიერის" ინფორმაციით, ცხედარი კატერიდან შენიშნეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.
ამ დროისთვის ცხედრის ვინაობა უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.