03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთავში აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ რუსთავშიც. ქალაქში გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, გაიმართა სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები და გამოფენები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე შეკრებილ რუსთაველებს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარენ, დავით მაღლაკელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოსტავას გამზირზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. ასევე საზეიმო კონცერტს დაესწრნენ და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.

დღის ბოლოსთვის კი გალა-კონცერტია დაგეგმილი.

 

დღის ამბები